YourFreePress-ის მომსახურების ხელშეკრულება და რესურსის გამოყენების პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და პლატფორმის მფლობელს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურების მიღების საკითხებს.

გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

საიტის მფლობელი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები პირობებში მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე.

ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის მხრიდან ხელშეკრულების ცვლილებებზე ავტომატურ თანხმობად.

ნებისმიერი მომხმარებლის, როგორც ავტორების, ასევე მყიდველთა პასუხისმგებლობაა, პერიოდულად შეამოწმონ წესები და ცვლილებები.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომსახურების მიმღები (მყიდველი/გამყიდველი) ადასტურებს, რომ არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) და ითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედუნარიან პირად, რომელსაც დამოუკიდებლად, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე შეუძლია სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლა.

1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა:

1.1. პლატფორმა – ინტერნეტრესურსი yourfreepress.com, სადაც ავტორები ათავსებენ ელექტრონულ წიგნებს, აუდიოწიგნებსა და სტატიებს (ტექსტურ და აუდიო ფორმატებში), ხოლო მყიდველები იღებენ მათ დამოუკიდებელი ჩამოტვირთვის გზით.

1.2. აგენტი – პლატფორმის მფლობელი ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ფუნქციონირებას.

1.3. ავტორი – სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) ქმედუნარიანი ფიზიკური პირი რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები და რომელიც დარეგისტრირდა პლატფორმაზე როგორც ავტორი (გამყიდველი).

1.4. მყიდველი – პირი, რომელიც იღებს ავტორის მასალას პლატფორმაზე საფასურის გადახდის სანაცვლოდ ან მის გარეშე.

1.5. მასალა – ელექტრონული წიგნი, აუდიოწიგნი, სტატია ან სხვა ციფრული ნაწარმოები, რომელიც ავტორმა განათავსა პლატფორმაზე.

1.6. საკომისიო – აგენტის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს გაყიდული მასალის ფასის 25%-ს.

1.7. დაკავების პერიოდი – 5 (ხუთი) სამუშაო დღე მყიდველის მიერ გადახდის განხორციელების მომენტიდან, რომლის განმავლობაშიც აგენტი იკავებს თანხას ავტორისთვის გადახდამდე.

1.8. აკრედიტირებული ავტორი – ავტორი, რომელსაც აგენტმა მისცა უფლება გამოაქვეყნოს მასალები წინასწარი შემოწმების (მოდერაციის) გარეშე.

1.9. პირადი კაბინეტი – ავტორის პირადი სივრცე საიტზე, სადაც ავტორი დამოუკიდებლად ტვირთავს მასალას, განსაზღვრავს ფასს, ირჩევს ენას და ნახულობს საკუთარი გაყიდვების სტატისტიკას.

1.10. პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

1.11. მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

1.12. კონფიდენციალური ინფორმაცია – პირადი ან კომერციული ინფორმაციის შემცველი ფაქტები და მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ავტორთან, მყიდველთან ან აგენტთან და რომლებიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

როგორ მუშაობს საიტი:

yourfreepress.com წარმოადგენს სპეციალურ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, იყიდოს ან გაყიდოს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ელექტრონული/ აუდიო წიგნები და სტატიები.

ასევე, საიტი რეგისტრირებულ ავტორებს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად გაახმოვანონ თავიანთი წიგნები სხვადასხვა წინასწარ დაგენერირებული ხმების გამოყენებით და შექმნან აუდიოჩანაწერები (იხ. 2.5–2.10 პუნქტები).

2. მომსახურების საგანი და სამართლებრივი სტატუსი

2.1. პლატფორმის მფლობელი იღებს ვალდებულებას განათავსოს პლატფორმაზე ავტორის მასალები, უზრუნველყოს გაყიდვა და გადასცეს ავტორს კუთვნილი ანაზღაურება ამ პირობებით განსაზღვრული საკომისიოს გამოკლებით.

2.2. პლატფორმის მფლობელი მოქმედებს ექსკლუზიურად როგორც შუამავალი. იგი არ იძენს ელ./ აუდიო წიგნებზე ან სტატიებზე საავტორო უფლებებს და არ ხდება მისი მესაკუთრე.

2.3. პლატფორმა ავტორს უზრუნველყოფს პირადი კაბინეტით, საიდანაც ავტორი დამოუკიდებლად ტვირთავს მასალებს, ადგენს ფასებს, ირჩევს ენას და ადევნებს თვალყურს გაყიდვების სტატისტიკას.

2.4. მასალები ქვეყნდება იმ ენაზე, რომელზეც ისინი შექმნა ავტორმა (ქართული, ინგლისური, რუსული და ა.შ.). აგენტი არ ერევა შინაარსში და არ იღებს ვალდებულებას მასალების თარგმნაზე.

2.5. აუდიოწიგნის გახმოვანების სტუდიით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ავტორს.

2.6. გახმოვანება ფასიანია, თუ აგენტმა ცალკეული ავტორისთვის სხვა რამ არ განსაზღვრა. საფასური გამოითვლება ტექსტის მოცულობის მიხედვით, ავტორს ეცნობება ჩაწერის დაწყებამდე და იხდება ავტორის ბალანსიდან, რომელსაც ავტორი წინასწარ ავსებს.

2.7. ავტორს დღეში შეუძლია შექმნას არაუმეტეს 6 (ექვსი) უფასო სატესტო ჩანაწერი. სატესტო ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ საიტზე, მისი ჩამოტვირთვა არ ხდება.

2.8. მზა ჩანაწერები პლატფორმაზე ინახება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ავტომატურად იშლება. ავტორი ვალდებულია ამ ვადაში ჩამოტვირთოს ჩანაწერები. ვადის გასვლის შემდეგ აგენტი არ არის ვალდებული აღადგინოს ისინი.

2.9. ბალანსის გამოუყენებელი ნაშთი ავტორს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (ელ-ფოსტა: yourfreepressishere@gmail.com) საბანკო საკომისიოს გამოკლებით. საკომისიოს ოდენობა დასტურდება ბანკის ქვითრით, რომელიც ეგზავნება ავტორს.

2.10. თუ ავტორი საიტის ბოლო გამოყენებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში არ მოითხოვს ბალანსის ნაშთს, მოთხოვნა ხდება ხანდაზმული.

3. ხელშეკრულების დადება

3.1. ხელშეკრულების დადება და თანხმობა აღნიშნულ პირობებზე ხდება პლატფორმაზე რეგისტრაციისას ან შეკვეთის გაფორმებისას სპეციალური ველის მონიშვნით: „გავეცანი და ვეთანხმები წესებს, გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას“. თანხმობა ფიქსირდება პლატფორმის მიერ (თარიღი, დრო, ელ-ფოსტის მისამართი) და ხელშეკრულება იძენს სამართლებრივ ძალას მასზე თანხმობისთანავე.

3.2. ავტორად რეგისტრაცია ან საიტზე განთავსებული ელ./აუდიო წიგნების ან სტატიების შეძენა ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირებისთვის. ისინი წესებზე და პირობებზე თანხმობით ავტომატურად იძლევიან გარანტიას, რომ მათ მიერ მითითებული მონაცემები სანდო და ვალიდურია.

3.3. რეგისტრაცია ავტორს ავტომატურად არ ანიჭებს მასალების დაუყოვნებლივ გამოქვეყნების უფლებას. ახალი ავტორის მასალები ექვემდებარება წინასწარ მოდერაციას აგენტის მიერ არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. უარი გამოქვეყნებაზე არ საჭირებს დასაბუთებას. აგენტს ასევე უფლება აქვს საკუთარი შეხედულებით მიანიჭოს ავტორს „აკრედიტირებული ავტორის“ სტატუსი, რაც იძლევა მასალების წინასწარი შემოწმების გარეშე გამოქვეყნების უფლებას.

4. ავტორის ანაზღაურება, საკომისიო და ანგარიშსწორების წესი

4.1. ავტორის ანაზღაურება შეადგენს მყიდველის მიერ გადახდილი სრული ფასის 75%-ს. ხოლო აგენტის საკომისიო შეადგენს 25%-ს.

4.2. ვალუტა და მინიმალური ფასი: ქართულენოვანი საიტისთვის ანგარიშსწორება, ფასი და გადახდა ხორციელდება ლარში, ხოლო სხვა ყველა შემთხვევაში აშშ დოლარში (USD). ფასიანი მასალის მინიმალური ფასი შეადგენს 2 აშშ დოლარს და შესაბამისს ექვივალენტს ლარში.

4.3. მყიდველის მიერ გადახდილი თანხა ექვემდებარება აგენტთან დაკავებას 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადით, გამომდინარე იქიდან რომ არსებობს რისკი წარმოიშვას შესაძლო ხარისხობრივი დავები და პრეტენზიები გაყიდული ნაშრომის ფარგლებში. დავის განხილვა და თანხის დაბრუნება მყიდველისთვის ხდება ავტორის ჩართულობითა და ურთიერთმოლაპარაკების გზით.

4.4. თუ ფასიანი ფორმატის ნამუშევრის გაყიდვა არ მოხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აგენტი უფლებას იტოვებს ურჩიოს ავტორს ფასის გადახედვა, ხოლო თუ 90 დღის განმავლობაში გაყიდვები საერთოდ არ დაფიქსირდება, ავტორი მიიღებს შეტყობინებას ფასის, აღწერის ან ყდის განახლებასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით იღებს თავად ავტორი.

5. გადახდის განრიგი და მინიმალური ზღვარი:

5.1. საქართველოს რეზიდენტ ავტორებს ანაზღაურება ერიცხებათ მხოლოდ ლარში, საქართველოში გახსნილ ლარის ანგარიშზე. არარეზიდენტ ავტორებს (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა ქვეყნებში) ანაზღაურება ერიცხებათ აშშ დოლარში; ასეთი ავტორი ვალდებულია მიუთითოს აშშ დოლარის საბანკო ანგარიში საერთაშორისო გადარიცხვების მიმღებ ბანკში.

5.2. ავტორი დამოუკიდებლად აგებს პასუხს ანგარიშის მუშაობაზე და მისი საცხოვრებელ ქვეყანაში ან მიმღებ ბანკში მოქმედი შეზღუდვების დაცვაზე (მათ შორის სანქციებზე). აგენტი არ აგებს პასუხს ავტორის ბანკთან ან ანგარიშთან დაკავშირებული მიზეზების გამო გადახდის შეუძლებლობაზე; ამ შემთხვევაში გამოიყენება მე-6 მუხლით განსაზღვრული წესები.

5.3. თუ ანგარიში სხვა ვალუტაშია გახსნილი, კონვერტაციას ასრულებს მიმღები ბანკი ავტორის ხარჯზე.

5.4. აგენტი ავტორს კუთვნილ ანაზღაურებას ურიცხავს თვეში ერთხელ, ყოველი თვის 15 რიცხვში (±3 კალენდარული დღის გადახრით), იმ შეკვეთებზე, რომლებზეც ამოიწურა 5-დღიანი დაკავების პერიოდი. თანხები იმ შეკვეთებისთვის, რომლებზეც მიმდინარეობს დავა, ერიცხება ავტორს მხოლოდ მისი გადაწყვეტის შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის.

5.5. გადახდის მინიმალური ზღვარი შეადგენს 35 აშშ დოლარს (ან მის ექვივალენტს ლარში). თუ დაგროვილი თანხა 35 აშშ დოლარზე ნაკლებია, იგი გადადის მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდზე.

5.6. თანამშრომლობის შეწყვეტისას ან ანგარიშის დახურვისას ავტორს უფლება აქვს მოითხოვოს სრული ნაშთის გადახდა. აღნიშნული თანხის დაბრუნებაზე ასევე მოქმედებს მინიმალური ზღვარი – 35 აშშ დოლარი. უცხოურ ბანკებში გადარიცხვისას შუამავალი ბანკების საკომისიოები ეკისრება ავტორს.

5.7. ავტორი დამოუკიდებლად ითვლის და იხდის გადასახადებს მიღებული ანაზღაურებიდან თავისი საგადასახადო რეზიდენტობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მოუთხოვნელი თანხების მართვა:

6.1. თუ თანხის გადახდა ავტორისთვის ვერ ხდება აგენტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (არასწორი რეკვიზიტები, დახურული ანგარიში, ბანკის მიერ გადახდის დაბრუნება, მიმღები ბანკის შეზღუდვები და ა.შ.) აგენტი აგზავნის შეტყობინებებს ავტორთან მის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე მაქსიმუმ სამჯერ: 30, 90 და 180 დღის შემდეგ.

6.2. ავტორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლამდე წარმოადგინოს მოქმედი რეკვიზიტები და მიიღოს თანხა ხელახალი გაგზავნის ხარჯებისა და ადმინისტრირების მოსაკრებლის გამოკლებით.

6.3. თუ მოუთხოვნელი თანხა შეადგენს 100 USD ან მეტს, აგენტს უფლება აქვს შეიტანოს იგი ნოტარიუსის ან სასამართლოს დეპოზიტზე. ადმინისტრირების მოსაკრებელი (10%, არაუმეტეს 20 USD) და დეპოზიტისთვის განკუთვნილი ხარჯები გამოიკლება შესანახ თანხას.

6.4. 100 USD-ზე ნაკლები თანხა ინახება აგენტთან პროცენტის დარიცხვის გარეშე. თუმცა მოუთხოვნელი თანხის აღრიცხვისა და დამუშავებისთვის აგენტს უფლება აქვს დააკავოს ადმინისტრირების საკომისიო თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 აშშ დოლარისა. მოსაკრებელი გამოიკლება სრულ თანხას მის ავტორთან გადარიცხვამდე.

6.5. თუ აგენტთან შენახული თანხა არ იქნა მოთხოვნილი 3 წლის განმავლობაში, მოთხოვნა ითვლება ხანდაზმულად და თანხა გადავა აგენტის საკუთრებაში.

7. უფასო მასალების განთავსების შესაძლებლობა

7.1. ავტორს უფლება აქვს საიტზე საკუთარი სურვილისამებრ განათავსოს უფასო მასალებიც.

7.2. საიტის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად მოქმედებს პროპორცია: 1 (ერთი) ფასიან მასალაზე არაუმეტეს 3 (სამი) უფასო მასალისა.

7.3. ავტორის მიერ განთავსებული პირველი ნამუშევარი შეიძლება იყოს უფასო.

8. მყიდველთა უფლებები:

8.1. მყიდველს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა საიტზე განთავსებულ ელ./აუდიო წიგნებზე და სტატიებზე. ფასიანი წიგნების შეძენა ხდება შესაბამისი თანხის გადახდის შემდგომ, ხოლო უფასო მასალებზე წვდომა შეუზღუდავადაა შესაძლებელი.

8.2. მყიდველს არ სჭირდება სპეციალური ანგარიშის ქონა საიტზე. გადახდის შემდეგ ის შეტყობინების სახით იღებს ბმულებს საკუთარ შეძენილ ფაილებზე წვდომისთვის.

8.3. თითოეული ფაილის ჩამოტვირთვა შესაძლებელია 2-ჯერ. ამის შემდეგ ბმული წყვეტს მუშაობას ავტომატურად.

8.4. მყიდველს უფლება აქვს წარადგინოს წერილობითი ნებისმიერი სახის პრეტენზია ელ-ფოსტაზე: yourfreepressishere@gmail.com გადახდის განხორციელებიდან 72 (სამოცდათორმეტი) საათის განმავლობაში.

8.5. პრეტენზია მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასალას გააჩნია ობიექტური ნაკლი:

  • ფაილი არ იხსნება ან დაზიანებულია;
  • მასალა არსებითად განსხვავდება ვებგვერდზე განთავსებული აღწერისგან;
  • მყიდველს გადაეცა სრულიად სხვა ფაილი.

8.6. სუბიექტური შეფასება, გემოვნებითი შეუსაბამობა ან პირად მოლოდინებთან აცდენა არ წარმოადგენს თანხის დაბრუნების საფუძველს.

8.7. თუ მყიდველმა ტექნიკური შეფერხების გამო (ინტერნეტის გათიშვა, ელექტროენერგიის არქონა, მოწყობილობის გაუმართაობა) ვერ ჩამოტვირთა ან დაკარგა ფაილი, მას უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში მოითხოვოს ფაილის ხელახალი გაგზავნა ელ-ფოსტაზე. მოთხოვნისას მყიდველი ვალდებულია წარუდგინოს აგენტს გადახდის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი. ინფორმაციის სისწორის შემთხვევაში აგენტი უზრუნველყოფს ფაილს 3 სამუშაო დღის ვადაში მის უფასო გაგზავნას.

8.8. მყიდველის მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიის მიღებისას აგენტი აჩერებს ავტორისთვის თანხის გადახდის პროცედურას და ითხოვს განმარტებას მისგან. ავტორი ვალდებულია უპასუხოს მოთხოვნას 3 სამუშაო დღეში. პასუხის დაუბრუნებლობა განიხილება პრეტენზიის აღიარებად მყიდველის სასარგებლოდ.

8.9. დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში მყიდველს უბრუნდება თანხის 100%.

8.10. შესყიდვის განხორციელებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება და თანხა არ ბრუნდება.

9. აგენტის უფლება-მოვალეობები:

9.1. აგენტი ვალდებულია, უზრუნველყოს პლატფორმის ტექნიკური გამართულობა და მასალების ხელმისაწვდომობა;

9.2. აწარმოოს გაყიდვების ზუსტი აღრიცხვა და ასახოს იგი ავტორის პირად კაბინეტში;

9.3. დროულად და სრულად განახორციელოს ანგარიშსწორება ავტორთან აღნიშნული მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

9.4. დაიცვას მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.5. აგენტს უფლება აქვს:

  • შეამოწმოს მასალები გამოქვეყნებამდე ან გამოქვეყნების შემდეგ;
  • უარი თქვას მასალის განთავსებაზე, დამალოს ან წაშალოს იგი, თუ იგი არღვევს კანონს, საავტორო უფლებებს ან ამ წესებს და აცნობოს მას ამის შესახებ ელ.ფოსტაზე;
  • დროებით შეაჩეროს ან დაბლოკოს ავტორის/მომხმარებლის ანგარიში პირობების არსებითი დარღვევისას და აცნობოს მას ამის შესახებ ელ. ფოსტაზე;

10. ავტორის უფლება-მოვალეობები

10.1. ავტორი ვალდებულია საიტზე განათავსოს მხოლოდ ისეთი მასალები, რომლებზეც ფლობს სრულ საავტორო/ქონებრივ უფლებებს;

10.2. თანაავტორობით შექმნილი ნამუშევრების შემთხვევაში, საჭიროა ყველა ავტორის თანხმობა, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

10.3. არ განათავსოს პლაგიატი, ძალადობის შემცველი, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციული ან კანონსაწინააღმდეგო კონტენტი;

10.4. ზუსტად მიუთითოს მასალის აღწერა, კატეგორია, ენა და ფასი;

10.5. დამოუკიდებლად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულება თავისი საგადასახადო რეზიდენტობის მიხედვით.

10.6. ავტორს უფლება აქვს დამოუკიდებლად დაადგინოს მასალის ფასი (არანაკლებ 2 USD); ნებისმიერ დროს მოხსნას საკუთარი მასალა გაყიდვიდან და წაშალოს პლატფორმიდან (მყიდველთა მიერ უკვე შეძენილი ასლები რჩება მათ მფლობელობაში).

11. ფაილების ფორმატები და ტექნიკური მოთხოვნები:

11.1. ერთი ნამუშევარი შეიძლება შემოთავაზებული იყოს რამდენიმე ფორმატში, თითოეულს აქვს საკუთარი ფასი.

11.2. ფორმატი და მოთხოვნები:

ფაილი

EPUB წიგნის ფაილი პაროლისა და ჩაშენებული დაცვის (DRM) გარეშე; წონა 50 მბ-მდე
PDF ფაილი პაროლისა და ჩაშენებული დაცვის (DRM) გარეშე; წონა 100 მბ-მდე
აუდიოწიგნი (MP3) MP3, მონო, 64 kbps, 250 მბ-მდე ერთ ფაილზე; გრძელი წიგნი უნდა დაიყოს ნაწილებად
კვინტესენცია ნამუშევრის არსის მოკლე გადმოცემა ნებისმიერ მიღებულ ფორმატში

ყდა

ფაილის ფორმატი: JPG ან PNG, წონა 2 მბ-მდე.

პროპორციები 2:3, ზომა არანაკლებ 1600 × 2400 პიქსელი.

ყდა უნდა იყოს წაკითხვადი და არ არღვევდეს სხვის უფლებებს.

აუდიოწიგნისთვის ყდა უნდა იყოს ჩაშენებული თითოეული MP3 ფაილის ტეგებში (კვადრატული გამოსახულება JPG, დაახლოებით 3000 × 3000 პიქსელი, 500 კბ-მდე), რათა მსმენელმა დაინახოს ის პლეერში.

ზოგადი მოთხოვნები

ფაილები უნდა იხსნებოდეს სპეციალური პროგრამებისა და ვირუსების გარეშე; პლატფორმას უფლება აქვს არ გამოაქვეყნოს ფაილი, რომელიც არ იხსნება.

11.3. ავტორი თავად წყვეტს, შექმნას თუ არა თავისი ნაწარმოების ყდა, აღწერა და აუდიოწიგნი პლატფორმაზე არსებული შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით

11.4. სურვილის შემთხვევაში ელ./ აუდიო წიგნის ყდასა და აღწერას ავტორი თავად აგენერირებს და ეს არ შედის პლატფორმის მფლობელის მოვალეობებში.

11.5. ნებისმიერი სხვა ფორმატი შესაძლებელია შეთანხმდეს პლატფორმის მფლობელთან დოკუმენტის მოდერაციის შემდეგ.

12. კონფიდენციალურობის პოლიტიკა და შეზღუდვები:

12.1. მყიდველი იღებს მასალის მხოლოდ პირადი გამოყენების უფლებას; აკრძალულია მასალის გადაყიდვა, კოპირება, საჯარო გავრცელება, მესამე პირებისთვის გადაცემა ან საკუთარი სახელით გამოქვეყნება.

12.2. საავტორო უფლებები მასალაზე სრულად რჩება ავტორს. ავტორი აძლევს აგენტს არაექსკლუზიურ გლობალურ ლიცენზიას მასალის პლატფორმაზე განთავსების, ჩვენების, ფორმატირებისა და მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენებაზე.

12.3. თუ ტექსტი შექმნილია AI-ის დახმარებით, ავტორი ვალდებულია აღწერაში მიუთითოს ნიშნული: „შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით“. თუ ყდა ან ილუსტრაცია შექმნილია AI-ით, სავალდებულოა ნიშნული: „დიზაინი: ხელოვნური ინტელექტი“ (Design by AI).

12.4. გამოგონილი ავტორების პროფილები და პიროვნების ფალსიფიკაცია მკაცრად აკრძალულია.

12.5. თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალა 6 თვის განმავლობაში არ მოიტანს გაყიდვებს, ავტორი ვალდებულია მოხსნას იგი. ავტორის უმოქმედობის შემთხვევაში აგენტი იტოვებს უფლებას წაშალოს მასალა.

12.6. საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრები იგზავნება ელ-ფოსტაზე yourfreepressishere@gmail.com უფლების დამადასტურებელი საბუთების თანდართვით. განხილვის ვადა შეადგენს 5 სამუშაო დღეს.

13. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

13.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია ინდივიდუალური მეწარმე დუგლას ლუერტანი, ელ-ფოსტა: yourfreepressishere@gmail.com.

13.2. პერსონალური მონაცემები (სახელი, ელ-ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები ავტორებისთვის, IP მისამართი) მუშავდება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, შეკვეთების შესასრულებლად, ანგარიშსწორებისთვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

13.3. მონაცემთა დაცვა და გადაცემა: აგენტი არ ინახავს საბანკო ბარათების მონაცემებს (გადახდა ხორციელდება ბანკის დაცული გვერდით).

13.4. მყიდველთა საკონტაქტო მონაცემები არ გადაეცემათ ავტორებს.

13.5. პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება 3 წლის ვადით, დაცულ სერვერზე.

13.6. თქვენ უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მონაცემების განახლება, გასწორება, შევსება, შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, ასევე მათი ასლების გადაცემა.

13.7. კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისთვის დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. სასამართლო განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისათვის, დანაშაულის პრევენციისა ან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის.

14. დავის გადაწყვეტა და მოქმედი იურისდიქცია:

14.1. მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება წყდება ურთიერთმოლაპარაკებების გზით.

14.2. წერილობითი პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში მხარე ვალდებულია დასაბუთებული პასუხი დააბრუნოს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

14.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.

14.4. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის არსებული ნებისმიერი დავის შემთხვევაში განსჯად სასამართლოდ მიიჩნევენ საქართველოს საერთო სასამართლოებს.

14.5. დავის განხილვისას სასამართლო იხელმძღვანელებს წინამდებარე წესებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

14.6. აღნიშნული პირობების რომელიმე პუნქტის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს მისი დანარჩენი პუნქტების ავტომატურ ბათილობას და ხელშეკრულება რჩება ძალაში.

წესების და პირობების აღნიშნული რედაქცია ძალაშია ვებგვერდზე yourfreepress.com მისი გამოქვეყნებისთანავე.

ტექსტებს შორის რაიმე სახის ენობრივი შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება ქართულ ვერსიას.

საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზებისათვის, ან დამატებითი კითხვებისთვის წინამდებარე დოკუმენტის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: yourfreepressishere@gmail.com.